2019-08-30 19:26:00, 2074 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საელჩო: ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა ვითარების ესკალაცია არ დაუშვას
საფრანგეთის საელჩო საქართველოში სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
საელჩომ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ის მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.
„ვითარება ჩორჩანას გარშემო, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს შეიარაღებული სუბიექტების უშუალო სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა არ დაუშვას ვითარები", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან