03:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 15:32:10, 900 ნახვა

რეგიონი
ე.წ. პარლამენტი: პროვოკაციები, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი

"პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი", - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

ამასთან. ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტას შეაფასა. 

"ქართული მხარის ქმედებები რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დეესკალაციისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის საქართველოს ხელისუფლებაში. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის უცვლელი შემადგენელია. აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics