16:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 12:38:06, 1130 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ჩორჩანასთან სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, მთავარია პროვოკაციებს არ წამოვეგოთ

ჩორჩანასთან სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება, გვმართებს მაქსიმალური გონიერება, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, -  ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა საოკუაციო მხარე და სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს აწყობს.

„საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს დ მუშაობს, რომ ამ პროცესს შემდგომი ესკალაცია ან გართულება არ მოჰყვეს. ვფიქრობ, ხელისუფლება შეძლებს, დღევანდელი მოლაპარაკება იმდაგვარად დასრულდეს, რომ საგუშაგო დარჩეს იმ ადგილას, სადაც არის. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. წინა უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართული მხარე ერთადერთ რამეს ცდილობს – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იმდაგვარად შევინარჩუნოთ, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის. ეს პროვოკაციები მრავალგვარია, ბოლო თვის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დაიწყო მავთულხლართების გავლება და შემდეგ კიდევ ამას სხვადასხვა პროცესები მოჰყვა. გვმართებს მაქსიმალური გონიერება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics