2019-08-29 17:21:22, 1520 ნახვა
საზოგადოება
3 სექტემბრამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე „სითი-მოლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს 17:00 საათიდან 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
უწყების ცნობით, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან დავით თავხელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს პეტრე ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობას ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებენ.
„გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,