2019-08-29 17:08:38, 2727 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9379 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9415 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2531 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2671 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან