2019-08-29 15:03:49, 1881 ნახვა
სამართალი
ავთანდილ წერეთელმა გირაოს შესახებ საქალაქოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა
ბრალდებულმა ბიზნესმენმა, ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, - ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან