2019-08-29 13:30:27, 2802 ნახვა
კომენტარი
თამარ ხულორდავასთვის პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება გაუგებარია
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გაუგებარია.
ხულორდავა განმარტავს, რომ მსჯავრდებულების შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს.
"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მისი კონსტიტუციური უფლებაა. ჩემთვს ეს გადაწყვეტილება არის გაუგებარი და მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი მოკლა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან