07:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-28 15:23:13, 2132 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე ლარის კურსზე - იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით რომ ზომებია მისაღები, შესაბამისად ვიმოქმედებთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება.

გვენეტაძის განმარტებით, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. 

„მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ბოლო მოვლენებზე გვქონდა მოლოდინები, თუმცა ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ვპროგნოზირებდით. ჩვენ 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვიმსჯელებთ და გამოუშვებთ პრესრელიზს“, - განაცხადა გვენეტაძემ. 

როგორც გვენეტაძემ განმარტა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციის დონის კონტროლია. 

„იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით რომ ზომებია მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას რომ ინფლაციამ იმოძრაოს მიზნობრივ მაჩვენებელში. ინფლაცია შეიძლება იყოს თარგეთის ფარგლებში ზევით ან ქვევით, თუმცა არ უნდა გაცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აცხადებს გვენეტაძე.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics