2019-08-28 15:21:48, 1498 ნახვა
საზოგადოება
გვენეტაძე - TBC ფინანსურად ჯანსაღი ორგანიზაციაა, სხვა საკითხები სებ-ის კომპეტენცია არაა
„თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია“, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ დასმულ შეკითხვას.
სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, დანარჩენი საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის.
„თიბისი ბანკი“ ეს არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ჩვენ ჩვეულებრივ რეგულაციას ვუწევთ ბანკს, როგორც სხვა კომერციულ ბანკებს. „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან