15:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-28 15:10:54, 1464 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ივანიშვილმა შეიძლება მოიყვანოს „პაიკი“, რომელიც უფრო „იპაიკებს“

 „ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც გადადგამს ივანიშვილი, მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, დანაშაულებრივი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს.

გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება, როგორც უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი, ასევე ყველაფრის მკადრებელი ადამიანები.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც გადადგამს ივანიშვილი, მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ, ეს არის დანაშაულებრივი გზით ძალაუფლების შენარჩუნება და ამას შემდგომ მოსდევს მანიპულაციები, რეპრესიები პოლიტიკური პარტიების მიმართ, ადამიანის დაპატიმრებები, მედიასაშუალებების დახურვა და არ არის გამოიცხული ამ კონტექსტში რაღაც სამთავრობო გადაჯგუფებები იყოს და ვიღაც „პაიკი“ მოიყვანოს, რომელიც უფრო მეტად „იპაიკებს“, ვიდრე დღევანდელები. ამიტომ არ არის გამორიცხული რომ წინასაარჩევნოდ მათ დასჭირდეთ ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები. თუ დღევანდელი მთავრობა უუნაროა და ივანიშვილის დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელი, მათ მომავალში ალბათ დასჭირდებათ, როგორც უსიტყვო შემსრულებლები, ასევე აშკარა კანონდარღვევაზე და ძალადობრივი გზით მოსიარულე ადამიანები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics