2019-08-28 13:15:39, 5694 ნახვა
მსოფლიო
BBC: ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილი შესაძლოა რუსმა ჯაშუშმა მოკლა
პანკისელი ზელიმხან განგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, შესაძლოა რუსმა აგენტმა მოკლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდა. ის ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით ჩავიდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა შეძენილი.
BBC-ის მიერ მომზადებულ მასალაში ზელიმხან მარგოშვილის ვინაობაზეც არის საუბარი. მედიის ცნობით, ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა.
მანამდე ვრცელი მასალა გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან