2019-08-27 17:34:03, 3642 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი ხვალ 2.9415 ლარი ეღირება
ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9415 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9399 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2671 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2692 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან