19:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 13:00:45, 334 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: არაფერი მოხდება, რაც საბანკო სისტემას დააზიანებს

პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის მტკიცებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა საბანკო სისტემას არ დააზიანებს.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე მუშაობას არ დაასრულებს, სანამ ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული.

“მინდა დავამშვიდო ყველა ბიზნეს წრეები, პოლიტიკური წრეები, საზოგადოება, ეროვნული ბანკის თანამშრომლები,  ვინც ამ პროცესს უყურებენ და შესაძლოა ღელავენ, არაფერი არ მოხდება ისეთი რაც დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, საბანკო სისტემას.  საკითხზე მუშაობა გრძელდება, იმ დრომდე სანამ ამ სფეროში პრინციპული ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.  ჩვენ,  ყველას გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომა და სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანაშორმლობით მიმდინარეობს ეს პროცესი. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ამ თემაზე მუშაობა გრძელდება. არ გამოვრიცხავ, მომავალი კვირისთვის პროექტი მეორე მოსმენით განვიხილოთ. პროცესი გრძელდება, შეშფოთების საფუძველი არ აქვს, ჩვენ ყველა პოზიციას დიდი ყურადღებით ვისმენთ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics