14:33 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 14:51:23, 1933 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე ხელისუფლებას: დიდი ინტერესია ჩვენი პარტიის მიმართ, მინდა შეგაშინოთ

 „უახლოეს ხანში დავაფუძნებთ ჩვენს პოლიტკურ მოძრაობას, ძალიან დიდი ინტერესია და მინდა ასევე შეგაშინოთ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრესკოფერენციაზე განაცადა.

ხაზარაძემ ამ სიტყვებით ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი პარტია, რომელიც სექტემბერში უნდა დაფუძნდეს, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული.

„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ ჩვენს პოლიტკურ მოძრაობას, ძალიან დიდი ინტერესია და მინდა ასევე შეგაშინოთ, უზარმზარი არმია ახალგაზრდების, პროფესიონალების, რომლებიც გვიერთდებიან, რომელთაც არ უნდათ ასეთ უიმედო ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც თქვენ შექმენით, ის ხალხი, რომელსაც უნდა აქ სილაღე დაბრუნდეს, ქართველი კაცისთვის ყველაზე მთავარი რამ სილაღე და საფუძველი იმისა,  რომ აქ ადამიანმა ნახოს თავისი პერსპექტივა. იმ ახალგარზდებმა და მათმა მშობლებმა ბოლო თეთრები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში, ისწავლეს, დაბრუნდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან, სახელმწიფო საერთოდ ყურადღებას არ აქცევს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics