07:02 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 18:07:02, 1958 ნახვა

კომენტარი
ე.წ. პრეზიდენტი: საქართველო არ მაინტერესებს - მათ განცხადებებს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას "სპუტნიკ აბხაზია" ავრცელებს.

როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთს ჰყავს მეპატრონე - ეს რუსეთის ფედერაციაა. მანვე დასძინა, რომ "აფხაზეთი რუსეთთან თანამშრომლობს და ყველაფერი დანარჩენი უაზრო ლაპარაკია".

"იცით, ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვს", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ იდენტობას მძიმე საფრთხე ემუქრება

"დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში", - დასძინა მან. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics