|
2019-08-26 10:12:35, 938 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სარფში შეკრებილებს კოლხობის დღესასწაული მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარფში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „კოლხობას“ დაესწრო. „ეს არის ჩვენი ტრადიციების, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ფესვების დადასტურების დღესასწაული. კოლხეთი, ლაზეთი ეს არის ის კულტურა, სადაც პირველად დაირწა სახელმწიფოებრიობის აკვანი, სადაც პირველად მოხდა ჩვენი ცივილიზაციის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, რომ თაობები უკვე ორმოცი წელია იკრიბებიან ამ დღის აღსანიშნავად. მინდა გისურვოთ იმ დიდი სიძლიერის დაბრუნება, რაც მაშინდელ სახელმწიფოს გააჩნდა და კიდევ უფრო გაძლიერებულიყოს ჩვენი ქვეყანა“, - ასე მიმართა თორნიკე რიჟვაძემ დღესასწაულზე შეკრებილებს. სახალხო დღესასწაული პირველად 1978 წელს,,ქვაომხაზობის" სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის" სახელით ტარდება. კოლხობა მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)