03:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-24 18:28:09, 2499 ნახვა

მსოფლიო
მუსტაფაევა - აფგან მუხთარლის წინააღმდეგ ციხეში სავარაუდოდ პროვოკაციები მზადდება

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ ჟურნალისტის მდგომარეობა ციხეში უარესდება. 

როგორც მუსტაფაევა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მუხთარლის მძიმე პირობებში ამყოფებენ. მუსტაფაევას განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ციხეში პროვოკაციები მზადდება. 

"აფგანს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციები მზადდება. ფული, რომელიც მეგობარმა გაუგზავნა, ამ დრომდე არ მიუღია. არსებობს ინფორმაცია, რომ ყველა აკრძალვა და შეზღუდვა, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულების საფუძველზე მოქმედებს და პენიტენციური დაწესებულება არაფერ შუაშია", - წერს მუსტაფაევა. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics