2019-08-23 17:43:29, 3331 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9279 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9336 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2365 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2487 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან