2019-08-23 16:37:07, 2939 ნახვა
მსოფლიო
„ეს რეჟიმი ინანებს, იმას რასაც აკეთებს“ - ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.
ნავალნიმ რუსეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღებში მონაწილე ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადა. მან დაკავებულ თანამემამულეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"რუსეთის მთავრობას არ ყოფნის ის ფაქტი, რომ არჩევნებს აყალბებს, ისინი უვე მოქალაქეების დაკავებაზე არიან გადასულები. მათ ეშინიათ. საპროტესტო ტალღა უფრო გაძლიერდება და ეს რეჟიმი ძალიან ინანებს, იმას რასაც აკეთებს", - განაცხადა ნავალნიმ.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 24 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულებისთანავე ის ისევ საპყრობილეში გადაიყვანეს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან