02:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 15:47:53, 1150 ნახვა

რეგიონი
შუახევში „სოფლის მხარდამჭერის პროგრამაზე“ 760 000 ლარი დაიხარჯება

შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფელ თერნალში ბეტონის საფარი მოეწყო. ბეტონის საფარი შიდა სასოფლო გზის 90 მ პრობლემურ მონაკვეთებზე დაიგო, რისთვისაც 7 099 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს შპს „ზურა-2012“ ასრულებდა.

მიზნობრივი პროგრამის განსახორციელებლად სოფელზე 10 000 ლარია გათვალისწინებული. მოსახლეობის გადაწყვეტილებით თერნალში გარე განათების ქსელიც მოეწყობა.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდამჭერის პროგრამაზე“ 760 000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული თანხით 68 დასახლებულ პუნქტში 88 ინფრასტრუქტურული სამუშაოა დაგეგმილი.

პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩა.

მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების, გზებისა და ხიდების მოწესრიგება, გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნების, სკვერების მოწყობა და სხვა ღონისძიებები დაისახა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics