13:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 14:15:05, 1525 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.

როგორც ვლადიმერ ანდრეიჩენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე ორი ქვეყნის პარლამენტის წევრების მუშაობა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში.

ხაზი გაესვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას  ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე  გაზრდის პოტენციალი გააჩნია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ტურიზმის მხარდ დინამიკაზე. აღინიშნა, 2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ არის გაზრრდილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics