13:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 14:03:13, 849 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენცია იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის საკითხებში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში, შედგა მაღალი დონის დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა კლიმატის ფინანსებზე წვდომის მიმართულებით  გეგმები და ინიციატივები წარადგინეს.

ნინო თანდილაშვილი სიტყვით კონფერენციის სხვადასხვა პანელზე გამოვიდა, სადაც ვრცლად ისაუბრა კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად საქართველოს მიერ მომზადებულ ეროვნული პროგრამის დოკუმენტზე, იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ინიციატივებზე, რომელთა დაფინანსებაც მოთხოვნილი იქნება კლიმატის მწვანე ფონდიდან. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე და ხაზი გაუსვა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ სამინისტროსა და GIZ-ის მონაწილეობით მომზადებული სატყეო სექტორის პროექტის დაფინანსების მნიშვნელობას. აღნიშნული პროექტი კლიმატის მწვანე ფონდს განსახილველად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში წარედგინა. პროექტი ითვალისწინებს ფონდიდან, დაახლოებით, 32 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფას სატყეო სექტორის რეფორმირების მიზნით.

დამატებით, კონფერენციის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილს შეხვედრები ჰქონდა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებთან.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მოხდა ახალი საპროექტო წინადადების, ხოლო ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან - პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად დაიგეგმა ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ფონდიდან დაფინანსების წვდომის გამარტივებას და საქართველოს ჩართულობის გაძლიერებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics