11:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 22:59:25, 1034 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში 10 სახანძრო 170 მეხანძრე-მაშველი შეეცდება

 სოფელ საყავრეს ტყის ხანძართან დაკავშირებით შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიუტრად მიმდინარეობს. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იქნება 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. გათენებისთანავე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.

პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს.

22 აგვისტოს საღამოს 18:00 საათიდან ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, მათ 6 გაფრენა განახორციელეს. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი , საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics