|
2019-08-22 19:10:35, 1019 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანული ASCO -ს ჩართულობით, ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება
2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს. შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ პროექტის ტექნიკურ და კომერციულ ასპექტებზე, რის საფუძველზეც შემუშავდა მომავალი საზღვაო-საკონტეინერო ხაზის, ბათუმი-კონსტანცა-ბათუმი კონტეინერების ტრანსპორტირების ტარიფები, ასევე გადაწყდა ოპერაციის დაწყების თარიღი. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს გავლით, კერძოდ საქართველოს რკინიგზით ევროპა-ჩინეთი-ევროპის და ევროპა-ცენტრალური აზია-ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება. ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, საზღვაო და სარკინიგზო მულტიმოდალური გადაზიდვების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს როგორც „საქართველოს რკინიგზის“, ასევე ქვეყნის პორტების განვითარებას. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას. გეგმის მიხედვით, საკონტეინერო გემები რეისებს ყოველ 10 დღეში შეასრულებს.
(NS)
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)