22:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 19:08:03, 1376 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ხაზარაძე და ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ

 „თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათი ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ, – ამის შესახებ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ადვოკატის განმარტებით,  რომ ყადაღის შესახებ განჩინებას დასაბუთებული ნაწილი არ გააჩნია.

 „ზოგადად, როცა რაიმე იურიდიულ დოკუმენტს ასაჩივრებ, ასაჩივრებ მის არგუმენტაციას და დასაბუთებას. ასეთი ნაწილი განჩინებას არ გააჩნია. ასევე ყადაღა მოთხოვნილია წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ თაღლითობას და ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს, არამედ საქმე გვაქვს სესხთან, რადგან სწორედ წილების შესაბამისად მოხდა სესხება იმის გამო, რომ ამ წილების შესაბამისადვე დაფარულიყო კაპიტალის შესავსები გამოყენებულო თანხა. უბრალოდ წარმოუდგენელია და ახალი სიტყვაა კრიმინოლოგიაში, როცა ფულის თაღლითობით დაუფლება და გათეთრება ხდება წილების შესაბამისად.

 პროკურატურის ლოგიკით, ფული უკანონოდ, თაღლითური გზითაა წამოღებული ,,თიბისი ბანკიდან“ და ამ დროს დაზარალებულად არავინაა ცნობილი. საინტერესოა, დაზარალებულის არარსებობის დროს, ვისთვის აყადაღებს და აგროვებს ფულს სასამართლო, მაშინ, როცა არც კი განმარტავს სსსკ 151-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე შემთხვევიდან რომელთან გვაქვს საქმე, ამ ნორმას რომ იყენებს“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.

 

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics