09:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 17:09:02, 1038 ნახვა

საზოგადოება
გვარამია: ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას ვიწყებთ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ახალ, მის მიერ დაარსებულ ტელევიზიაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

როგორც გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ახალი ტელევიზიისთვის ინვესტორები, შენობა და ტექნიკა უკვე არის, ორშაბათიდან კი ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას დაიწყებს.

„მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს , შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის TV -ა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო,  არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან  ერთად თავისუფლება.

p.s. ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია.

p.p.s. ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის“, - წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics