13:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 14:18:11, 1076 ნახვა

პოლიტიკა
ბრაიზა: ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია

ვფიქრობ, ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR-ს განუცხადა.

ბრაიზა მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რუსეთზე ეკონომიკურად აღარ იყოს დამოკიდებული და ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთს სძულს ეს პროექტი.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის  პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს იმ შემთხვევაში, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, ქვეყანა ისევ  სერიოზული დაძაბულობის წინაშე დადგება. როგორც 2008 წელს დავრწმუნდით, საქართველო მე-5 მუხლის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, ნატო მას სამხედრო ძალით დაეხმარება,  თუმცა, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა, ლოჯისტიკური თვალსაზრისით, რთული გამოდგა,  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირეს,  თუმცა, ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, ნატო-ს ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება.

ანაკლიის პორტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკურად ფეხზე მყარად დადგეს და გაცილებით დამოუკიდებელი გახდეს, რაც რუსეთის ეკონომიკურ  ბერკეტებს, გარკვეულწილად შეასუსტებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთს სძულს ეს პროექტი. ვფიქრობ, რომ თუკი ანაკლიაში აშშ და ნატო რეგულარულად იქნებიან წარმოდგენილი, რუსეთი, რასაკვირველია, ამასაც დაუპირისპირდება, თუმცა რუსეთისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული გამოწვევა ანაკლიის პორტის წყალობით საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების ზრდის შესაძლებლობაა“, - განაცხადა ბრაიზამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics