09:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 11:54:02, 741 ნახვა

საზოგადოება
23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.  

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883

გასვლა- თბილისი

ჩასვლა-Black Sea Arena

ჩასვლა-ბათუმი

გამოსვლა-ბათუმი

გამოსვლა-Black Sea Arena

ჩამოსვლა- თბილისი

12:40

17:25

18:23

23:50

0:38

5:15

 

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics