09:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 11:15:14, 713 ნახვა

საზოგადოება
რაგბის 7 გულშემატკივარი „თიბისისა“ და „მასტერქარდისგან“ იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

#შეერკინემსიოფლიოს

31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. შოტლანდიასთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ბოლო მატჩია სამშობლოში,  მსოფლიო თასზე, იაპონიაში გამგზავრებამდე. თამაში განსაკუთრებულია იმითაც, რომ სტადიონზე თიბისისა და მასტერქარდის რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მოიცავს ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს.

კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს თიბისის ნებისმიერი მასტერქარდის ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება.

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2  ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

ბორჯღალოსნების განრიგი ასეთია:

23 სექტემბერი - უელსი-საქართველო

29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია

მოფლიო თასის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/

#რაგბიჩვენითამაშია

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics