09:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 18:54:28, 1094 ნახვა

საზოგადოება
გიგაური: R2-დან ჟურნალისტების გაშვების მიზანია რომ არხს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ ჰქონდეს

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლებას არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

გიგაურმა „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის დაპირება გაიხსენა, რომელიც არხის ჟურნალისტებს ხელშუხებლობას ჰპირდებოდა და აღნიშნა, რომ პირობა დაირღვა.

„ყველას გვახსოვს, რომ არხის ახალი მფლობელი საუბრობდა იმაზე, რომ შეეხებოდა მხოლოდ აღმასრულებელ დირექტორს და სხვას არავის. იგი ასევე საზოგადოებას გარანტიებს აძლევდა, რომ არ შეიცვლებოდა არხის  კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ განცხადებად დარჩა. ვხედავთ, რომ წამყვან თანამდებობებზე მყოფ ჟურნალისტებს, მაშინვე, როგორც კი მოუნდა, შეეხო. ეს, ცხადია, მიუთითებს იმაზე, რომ მას არ მოსწონს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არხზე არის. მიზანი ხომ არა ვინმეს სამართლიანობისა და უფლების აღდგენა იყო, მიზანი იყო სწორედ ის, რომ ამ არხს არ ჰქონოდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

რა თქმა უნდა, ის ეჭვები გამართლდა, რაც თავიდანვე გვქონდა და ცხადია, რომ არამხოლოდ ნოდართან, სხვებთანაც იქნება მსგავსი კომუნიკაცია და მიზანი იქნება სწორედ ის, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა  არაფერი კრიტიკული არ თქვან ამ მთავრობაზე. არ ისაუბრონ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე, არ ისაუბრონ გამდიდრებულ ჩინოვნიკებზე და ა.შ.“, - აცხადებს  ეკა გიგაური.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics