2019-08-20 18:42:38, 1306 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დიმიტრი ლეჟავა მრჩევლად პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე დაინიშნა
პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, ლეჟავა 2019 წლის რვა ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
„დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის რვა ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან