09:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 16:59:00, 1313 ნახვა

საზოგადოება
ჟორჟოლიანი R2-დან გათავისუფლებაზე: კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს

„მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს“, - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან მის გათავისუფლებას.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდა.

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალია პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ.... მე კონტრაქტი არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებით. იყო ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი, ყოველ შემთხვევაში, ამ არხზე და დიდი შემოსავალი შემოჰქონდა ამ გადაცემას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე ისევე როგორც ნოდარს, ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს, მათ შორის მე სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ის ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.  

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიიდან ტელეწამყვანები გიორგი  გაბუნია და  ეკა კვესიტაძე გათავისუფლდნენ.  არხიდან ასევე გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics