2019-08-20 11:53:57, 3143 ნახვა
მსოფლიო
მაკრონმა პუტინს რუსეთში სიტყვისა და აზრის თავისუფლების სრულად დაცვისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ყურადღება რუსეთში, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში, სიტყვისა და აზრის თავისუფლება დაცვაზე გაამახვილა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სჯერა ევროპული რუსეთის.
"ჩვენ ამ ზაფხულს პროტესტის, სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ მოვუწოდებდით. რაც რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში, სრულად უნდა იყოს დაცული, იმიტომ, რომ მე მჯერა ევროპული რუსეთის“, - მიმართა ვლადიმერ პუტინს ემანუელ მაკრონიმ.
სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრა 3.5 საათს გაგრძელდა და მისი დიდი ნაწილი დახურული იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,