09:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 16:39:46, 1251 ნახვა

საზოგადოება
პატარა დიღომში ვიქტორ ნოზაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

პროექტის ფარგლებში 5800 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ბორდიური, ამ ეტაპზე კი ტროტუარის მოწყობა და მეორე ფენა ასფალტის დაგება მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. მისი თქმით, საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

„ამ დროისთვის, გზის მოწესრიგება შვიდ მისამართზე  მიმდინარეობს. მათ შორის არის ნოზაძის ქუჩა, სადაც გზა სრულად რეაბილიტირდება და მოსახლეობისთვის  გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ცეკური“ ახორციელებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics