11:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 15:18:34, 1211 ნახვა

პოლიტიკა
გეგიძე - თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ახალი სია მიუღებელი იქნება, უმრავლესობას დავტოვებ

 „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ გადავწყვეტ, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გეგიძის განმარტებით, ის იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას ყურადღებით გაეცნობა.

„უზენაესი სასამართლოს თემა როცა დაიწყო, წინა წლის დეკემბერში, მე მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია შედეგი. ის პირველი სია რომელიც შემოვიდა მაშინ ეს იყო მიუღებელია და ეს პროცესი რასაც ვუყურებ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ამ პროცესმა ჩემში  ვერ შექმნა ოპტიმიზმი,რომ ამ პროცესს ნდობა გამოვუცხადო, გასაუბრებები ხომ ნახეთ ყველამ. მთელმა პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია ოპტიმიზმი, რომ მე მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ სიას. პროდუქტი სიის სახით, რომელიც შემოვა პარლამენტში, დავტოვებ უმრავლესობას, ამ სიტყვას დავიჭერ, არ გადავალ და თუ ეს სია ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, იმდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს თემა ჩემთვის, რომ მე უმრავლესობიდან უნდა წავიდე, მით უმეტეს თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics