|
2019-08-19 11:06:21, 828 ნახვა
რეგიონი
სოფელ ნიგვზიანში ავარიისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკიდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალი კი, რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბ შპს „მედალფას“ დირექტორის რევაზ კვერენჩხილაძის განცხადებით, სამ დაშავებულს მედიკოსებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კლინიკიდან გაწერეს. „ორი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, მათ შორის,12 წლის მოზარდი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალბატონი, რეგიონალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს ჰქონდა ხელი მოტეხილი. ყველას აღმოვუჩინეთ დახმარება და გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა შპს ,,მედალფას” ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა. რაც შეეხება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირს, ისინი ფოთის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, პაციენტები სხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)