14:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 15:52:12, 934 ნახვა

რეგიონი
გუგუტიანთკარის მცხოვრები: სულს ვღაფავთ - ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს

„სულს ვღაფავთ - ნაბიჯი არ გაადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს“, - ამ სიტყვებით სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს მიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, მსგავს სიტუაციაში პირველად არ არიან და 2013 წელს მავთულხალართებით მათი სახლი შუაზე გაყვეს.

„სულს ვღაფავთ... ნაბიჯი არ გაადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს და ვეღარ ვითმენ, ეს ბოღმები მახრჩობს... სიკვდილი მინდა, მინდოდა დამეჯანჯღარებინა, ან მოვმკვდარიყავი, ესროლათ, იქნებ ამით საქართველო გადარჩეს“, - მიმართა ადგილობრივმა მცხოვრებმა სახელმწიფო მინისტრს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად,  გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.  დღეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics