|
2019-08-16 13:16:37, 578 ნახვა
რეგიონი
ვენახების კადასტრის ამონაწერის აღების ვადა ორ კვირაში დასრულდება
2019 წლის რთველის დროს „ქინძმარაულის", „ახაშენის", „ყვარლის" და „მუკუზნის" მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. კადასტრის ამონაწერის დასამოწმებლად, მევენახემ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიმართოს, რომლებიც განთავსებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების საკრებულოებში: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. ასევე შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში. აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა. ამონაწერი გაიცემა უფასოდ. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის მევენახეებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)