|
2019-08-15 16:41:18, 955 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ პარტნიორებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ პარტნიორებს შეხვდა. შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ჯანდაცვის მინისტრმა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს გამოწვევები, რომლის წინაშეც დამსაქმებლები და დასაქმებულები დგნან. იმსჯელეს უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის უფრო ეფექტიანად მუშაობის მექანიზმებზე. ასევე, დეტალურად განიხილეს ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან შედის ძალაში. ყველა ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება უჩნდება. სოციალური დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვენელი ელგუჯა მელაძე, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და 100-მდე მსხვილი დამსაქმებელი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)