|
2019-08-15 11:00:35, 648 ნახვა
რეგიონი
ზოტიყელის მთაში შუამთობის დღესასწაული აღინიშნა
კურორტ ბახმაროს ზოტიყელის მთაში შუამთობის დღესასწაული აღინიშნა. ✅ იალაღზე ზაფხულის პერიოდს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ხეობის მოსახლეობა ატარებს. ზოტიყელში 250-მდე მთის სახლია აშენებული. აქ შუამთობის დღესასწაული 2000 წლიდან აღინიშნება. მოიალაღეებს შუამთობის დღესასწაული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა დეპუტატამა, ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მიულოცეს. შუამთობაზე წარმოდგენილი იყო მხატრული პროგრამა. ღორჯომის ხეობის სოფლების 15-მდე გუნდის მონაწილეობით კი ჩატარდა შეჯიბრი ფრენბურთსა და მკლავჭიდში. გაიმართა დოღი ორ, სამ ოთხ და ექვს კმ-იან დისტანციებზე. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.
(NS)
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)