02:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 19:12:15, 1878 ნახვა

სამართალი
პროკურორი: დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე 150-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე 150-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება, - ამის შესახებ  საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

ბესიკ ქვარცხავას თქმით, საქმეში ყველა სახის მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, ნივთიერი და წერილობითი და აგრეთვე არიან პირდაპირი მოწმეებიც, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის შემსწრეები არიან.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არის ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 150 მოწმე, მათ შორის არიან მოწმეები, რომლებიც გარკვეულწილად პირდაპირ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ბრალდებული მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან, მათ შორის ის არასრულწლოვნები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.  რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არის დაახლოებით 150 მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნება არაერთი ვიდეოჩანაწერი, წარმოდგენილი იქნება ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ასევე, წარმოდგენილი იქნება ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics