|
2015-07-09 11:50:23, 2336 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო ლიკა კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიკა კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ საუბრობს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი ნებართვის გარეშე ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება „როგორც ვიცი, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და მოკვლევა მიმდინარეობს, მჯერა, რომ ყველაფერი დროულად გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის შესახებ საქმის კურსში ყოფნა ჩემი სამუშაოს ნაწილია და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ. თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი ან მისი ახლობლების ნებართვის გარეშე მე ამ ინფორმაციის გაცემა არ შემიძლია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ლიკა კიკიანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კუს ტბაზე მას რამდენიმე პოლიციელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა და გამოიტანა დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ლიკა კიკიანის შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)