|
2019-08-13 16:39:51, 8096 ნახვა
სამხედრო
თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომელსაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გადასცემს. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების მშენებლობის თანადაფინანსებას. პროექტის მიმდინარეობასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს თავდაცვის მინისტრსა და ამხანაგობის ხელმძღვანელ სამხედროებს ესაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ბინათმშენებლობა ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება. მამუკა ბახტაძემ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს დროში გაწერილი გეგმა, პროექტის მომდევნო ფაზების განხორციელების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)