|
2015-07-09 10:16:48, 1931 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ყველას ვთხოვ, ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს
"ყველას ვთხოვ, ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს, რადგან დიდი ალბათობით, მიზეზი ტექნიკური ზედამხედველობა იყო ", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სპორტის სასახლესთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, შრომის ინსპექციას სამშენებლო პროცესის ზედამხედველობის ფუნქცია არ აქვს. "შრომის ინსპექცია რამდენიმე თვეა, რაც შექმნილია. მისი დაკომპლექტება შეიძლება მოხდეს გაწერილი გეგმის მიხედვით, თუმცა ყველას ვთხოვ, რომ ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს, რადგან ტექნიკური ზედამხედველობა, რაც დიდი ალბათობით ეს იყო მიზეზი... ეს არის სხვა მიმართულება, ხოლო შრომის ინსპექცია არის სხვა. შრომის ინსპექცია არის ტრეფიკინგის მსხვერპლზე მუშაობა, პირადი პერსონალური უსაფრთხოების დაცვა და არა სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა",-განაცხადა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)