04:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 11:40:36, 1003 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი ენერჯიმ“ პირველად დედაქალაქში, 60 წლის განმავლობაში ამორტიზებული გაზის მაგისტრალების შეცვლა დაიწყო

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და ის ძლიერ დაზიანებული იყო. დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის აღნიშნული მილსადენი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი  გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. „თბილისი ენერჯი“ აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისას 1300 მეტრის გაზსადენი სრულად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება.

 

 

(R)
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics