08:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 19:42:19, 1618 ნახვა

კომენტარი
გვარამია - სტრასბურგის სამარცხვინო გადაწყვეტილებამ საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთი გახსნა

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

როგორც მან საგამოძიებო უწყების შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა.

„მოგესალმებით დიქტატურაში და დიდი ხანია ამას ვამბობ, ჩემი დაჭერა თუ ბრალის წარდგენა, არ არის პირველი ნიშანი დიქტატურის დამყარების. სამწუხაროდ, ბევრჯერ გავიმეორებ ამას, სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა. ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქ გაშლილი დიქტატურას და დღეს უბრალოდ ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics