|
2019-08-09 12:01:12, 819 ნახვა
საზოგადოება
ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, ონაშვილის N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოაწყო. პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა; დამონტაჟდა LED განათების სისტემა; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო ფიტნეს ზონაც. სკვერი ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 50 215 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)