|
2019-08-09 10:11:43, 1088 ნახვა
საზოგადოება
ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები და სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრა გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ირმა ხაბაზმა. შეხვედრაზე განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების ხარისხის და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შედეგები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოსარგებლეთა შეფასების წინასწარი მონაცემები, ბავშვთა და მოზარდთა სერვისების და ასევე 2020-2025 წლის ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი პრიორიტეტები. შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები და ჯანდაცვის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. პროექტი განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)