09:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 12:33:42, 1219 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთს სურს, მეზობლების ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც NATO -ს ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს

„იდეა იმის შესახებ, რომ რუსეთს ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს რას გააკეთებენ მისი მეზობლები, საშიშია და არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რისიც NATO -ს სწამს“, - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთს ევროპაში ისეთი სისტემის აღდგენა სურს, სადაც მას ექნება უფლება გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებენ მისი მეზობელი ქვეყნები.

„ვფიქრობ, რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანია, ისეთი სისტემის აღდგენა, სადაც ძლიერი გავლენის მქონე რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებებს,  მინიმუმ, იმის თაობაზე, რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ მისი მეზობლები. მსგავსი სისტემა ძალიან საშიშია, რადგან მცირე სახელმწიფოები ასეთ სისტემაში ნამდვილად არ არიან დამოუკიდებლები. ამ იდეამ  ევროპა არაერთ ომამდე მიიყვანა.  ასე რომ იდეა იმის შესახებ, რომ რუსეთს ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს რას გააკეთებენ მისი მეზობლები, საშიშია და არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რისიც NATO -ს სწამს. ვფიქრობ, მას [რუსეთს] არ მოსწონს, რომ მეზობელი ქვეყნები იმას აკეთებენ, რაც სურთ, მით უმეტეს, რომ მათ NATO-ში გაერთიანება სურთ. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე პასუხისმგებელი. ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს მომავალი“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა  მდივანმა იენს  სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics