|
2019-08-07 18:29:15, 1093 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები კახა ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის სოფლებში - აწყურში, ტყემლანაში, თისელში და ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. „კერძოდ, გასულ წლებში სოფელ აწყურში მოეწყო სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, სატუმბი სადგური, გარე განათება, სკვერი, საყრდენი კედელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლსა და მუსიკალურ სკოლას, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი. მიმდინარე წელს ატიურად გრძელდება აწყურის ციხისა და კათედრალის რეაბილიტაცია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი მოსხლეობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება. სოფელ ტყემლანაში მოეწყო სკვერი და სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი სამეურნეო დანიშნულების შენობა აშენდა და სველი წერტილი ეწყობა. სოფელ თისელში, გასულ წლებში მოეწყო გარე განათება, სასაფლაო შემოიღობა და შიდა გზები მოიხრეშა. მიმდინარე წელს კი ამბულატორია კეთდება და გარე განათების მოწყობა გრძელდება. სხვადასხვა სახის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ვალეში. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლს , საბაშვო ბაღს, მუსიკალურ სკოლას, #1 საჯარო სკოლას. მოეწყო სკვერები, სარწყავი და სანიაღვრე არხები, სატუმბი სადგური, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, შიდა ქუჩებზე, ასფალტის საფარი დაიგო, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. მეორე შახტის დასახლებაში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავს. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის შიდა ქსელს და სარწყავს სისტემას. #2 საჯარო სკოლაში კი ცენტრალური გათბობა კეთდება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)